შინაარსზე გადასვლა

ბაგარანი (ძველი ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისტორიული ქალაქი
ბაგარანი
სომხ. Բագարան

წმინდა თეოდორეს ეკლესია, 1923 წლამდე
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 40°12′06″ ჩ. გ. 43°39′17″ ა. გ. / 40.20167° ჩ. გ. 43.65472° ა. გ. / 40.20167; 43.65472
დაარსდა ძვ. წ. III საუკუნეში
დამაარსებელი ერვანდ IV
ბაგარანი (ძველი ქალაქი) — თურქეთი
ბაგარანი (ძველი ქალაქი)

ბაგარანი (სომხ. Բագարան) — ერვანდუნთა დინასტიის მმართველობისას დაარსებული ანტიკური სომხეთის ქალაქი. ერთ-ერთი სომხეთის ისტორიულ დედაქალაქთაგან.

ანტიკური ეპოქა და შუა საუკუნეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომეხი ისტორიკოსის, მოვსეს ხორენაცის მიხედვით, ბაგარანი დაარსდა ძვ. წ. III საუკუნეში მეფე ერვანდ IV-ის მმართველობისას.[1] იგი მალევე გახდა სომხეთის რელიგიური ცენტრი და შეცვალა არმავირი, როგორც ერვანდუნთა წარმართული ტაძრების მთავარმა სასულიერო ცენტრმა.[2] ერვანდუნთა დინასტიის დაცემისა და არტაშესიანთა დინასტიის აღზევების შემდეგ, მეფე არტაშეს I-მა ბაგარამიდან ყველა წარმართული ძეგლი ახლადაშენებულ დედაქალაქ არტაშატში (დაარსდა ძვ. წ. 176 წელს) გადაიტანა.

VI საუკუნის მეორე ნახევარში ბაგარამი კამსარაკანელი მთავრების საკუთრება გახდა. 624-631 წლებს შორის აგებული წმინდა თეოდორეს ტაძარი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა იყო. ბაგარამის წმინდა თეოდორეს ტაძრის წარწერები შენობის მთელ ექსტერიერზე იყო განთავსებული დაწყებული დასავლეთი აფსიდის ჩრდილოეთი ფასადიდან, გაგრძელებული ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი და სამხრეთი ფასადებით.[3]

VIII საუკუნეში ქალაქი ბაგრატუნების ხელში გადავიდა. 895 წელს, სომხეთის სამეფოს დაარსების შემდეგ, ბაგარამი გახდა დამოუკიდებელი სომხეთის დედაქალაქი მეფე აშოტ I-ის მმართველობისას. მისმა მემკვიდრემ, სმბატ I-მა, 890 წელს დედაქალაქი ბაგარამიდან შირაკავანში გადაიტანა. ბაგრატუნათა მმართველობისას, ბაგარამი სომხეთის სამეფოს ერთ-ერთ დაწინაურებულ ცენტრად დარჩა. მრავალი ბაგრატუნი მმართველი, აშოტ I-ის ჩათვლით, სწორედ ბაგარამშია დაკრძალული.[4]

1045 წელს ბაგარამი სომხეთის დედაქალაქ ანისთან ერთად ბიზანტიელებმა დაიპყრეს. 1064 წელს ქალაქს თურქ-სელჩუკები დაესხნენ თავს და გაანადგურეს. XII საუკუნეში ქალაქი შაჰ-არმენებმა აიღეს. 1211 წელს ბაგარამს ხანმოკლედ მართავდნენ მხარგრძელები 1236 წელს მონღოლთა შემოჭრამდე. ქალაქი საბოლოოდ გაანადგურა თემურლენგმა 1394 წელს.[5]

XX საუკუნის დასაწყისში, ბაგარანის ძველი ქალაქის მახლობლად არსებობდა სომხური სოფელი, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც ცოტათი აღემატებოდა 300-ს. 1920 წელს, სომხეთ-ოსმალეთის ომის შედეგად, სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიები, რომლებიც მდინარე ახურიანის აღმოსავლეთით მდებარეობდა, თურქებმა მიიტაცეს. ბაგარანიდან გადარჩენილთა მცირე ჯგუფმა მდინარე გადალახა და დააარსა თანამედროვე სოფელი ბაგარანი სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, მხოლოდ 8 კილომეტრით სამხრეთით ძველი ქალაქიდან.

სომეხი ისტორიკოსის, იოსიფ ორბელის მიხედვით, ბაგარანის წმინდა თეოდორეს ეკლესია ადრეული სომხური არქიტექტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუში იყო. ეკლესია 1920 წლამდე თითქმის უცლელი სახით იყო შემორჩენილი, ამჟამად კი მთლიანად განადგურებულია.

  1. Hewsen, Robert H., "Bagaran Bagaran." Iranica.
  2. Armenian encyclopaedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-11. ციტირების თარიღი: 2015-10-01.
  3. (რუსული) Orbeli, Joseph, Избранные труды. Yerevan, 1963, p. 390.
  4. Manuk-Khaloyan, Armen, "In the Cemetery of their Ancestors: The Royal Burial Tombs of the Bagratuni Kings of Greater Armenia (890-1073/79)," Revue des Études Arméniennes 35 (2013): გვ. 134-42.
  5. Bagaran, one of the 13 capitals of Armenia